ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მსხვილი კომპანიების ფინანსური ანალიზი, საინვესტიციო ბანკინგი და გარიგებების სტრუქტურირება. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ კორპორაციული კლიენტების პროექტების ფინანსურ ანალიზში, საკრედიტო და საინვესტიციო გარიგებების მომზადებასა და მართვაში.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

1.      კორპორაციული გაყიდვები- მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის ციკლის მართვას. ლიდერატორი ჩაერთვება კლიენტის საჭიროებების კვლევისა და კონსულტირების, საბანკო პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით პროექტების პირველადი დამუშავების პროცესებში. ისწავლის, თუ როგორ ხდება საკრედიტო პორტფელის მართვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ ინფორმირებულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა.

2.     კორპორაციული ანალიტიკა - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული პროექტების ანალიტიკას. ლიდერატორი ჩაერთვება საკრედიტო განაცხადების დამუშავების, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლისა და ანალიტიკის, პროექტის მომზადებისა და გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტთან წარდგენის პროცესებში; ისწავლის, თუ როგორ ხდება კონკურენტული ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პორტფელში არსებული კლიენტების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი.

3.     Galt & Taggart საინვესტიციო ბანკინგი - საინვესტიციო საბანკო მომსახურება მოიცავს კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური კონსულტაციების მიმართულებებს, და ემსახურება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ ტრანზაქციებს. ლიდერატორი ჩაერთვება საინვესტიციო საბანკო მომსახურების ყველა ტიპის პროექტის მიმდინარეობაში, მათ შორის: გაეცნობა კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის შეფასების, ფინანსური მოდელირების, კომპანიის საბაზრო ღირებულების შეფასების და ობლიგაციების ემისიის პროცესებს.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. მათ შორისაა:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა

  • პრეზენტაციის უნარები

  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი

  • გუნდური მუშაობა

  • ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია

  • საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება

  • ფინანსური ანალიტიკა, შეფასება და მოდელირება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა

  • იცოდე ფინანსები

  • გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. პროფესიული ტესტირება: ფინანსური ცოდნის შეფასება

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციისა და მოტივაციის შეფასება

  5. ჯგუფური ქეისი: გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სათავო ოფისი _ გაგარინის 29ა; გარე ოფისი _ პუშკინის 3)

  • სამუშაო ფორმატი: სრულად ადგილზე

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026

ლიდერატორი ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ მათი სფეროს წამყვან დამწყებ პროფესიონალებად.წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: