ვისთვის არის ეს პროგრამა?
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამირება, მიკროსერვისული არქიტექტურის განვითარება და პროგრამული სისტემების შექმნა.პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაოთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ინოვაციურ გუნდთან Agile-ის პრინციპებით, მონაწილეობა მიიღოთ Java-ს გამოყენებით ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაში, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მილიონობით მომხმარებლის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, და ამავდროულად შეიძინოთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება Java დეველოპმენტის სფეროში.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა 9 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს.პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ჩაერთვებიან Java დეველოპმენტის ძირითად პროცესებში, როგორიცაა:
პროგრამული სისტემების დიზაინის შექმნა, კოდირება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
მრავალჯერადი გამოყენების პროგრამული კომპონენტებისა და ბიბლიოთეკების შექმნა;
Java-ს მიკროსერვისული არქიტექტურის განვითარება Spring Boot-ის გამოყენებით;
RESTful სერვისებისა და ინტერფეისების შექმნა;
მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (SQL, Hibernate);
ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
Java პროგრამირების ძირითადი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (Spring Framework, Hibernate, RESTful API);
მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარები (SQL, ORM);
მიკროსერვისული არქიტექტურის პრაქტიკული გამოყენება;
პროგრამული კომპონენტების დიზაინისა და კოდირების უნარები;
გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები Agile პრინციპების გამოყენებით.
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული შემდეგ ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა;
გაგაჩნდეს ძლიერი ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
იყო შრომისმოყვარე და გქონდეს მაღალი მოტივაცია ჩამოყალიბდე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალად
გამოირჩეოდე ინიციატივიანობითა და გუნდური მუშაობის უნარით.
გქონდეს Java-ს საბაზისო ცოდნა და პრინციპების ცოდნა;
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
Spring Framework-ის ცოდნა;
SQL-ის და Hibernate-ის პრინციპების ცოდნა;
Git-ის ან სხვა ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების გამოცდილება.
რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:
პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:
ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.
პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:
საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:
სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.
ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.
ანაზღაურება:
პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).
საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:
ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეს საფუძველზე პროგრამის მოთხოვნებთან აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა
ზოგადი ტესტირება – ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება
მათემატიკური უნარების ტესტირება
ინდივიდუალური გასაუბრება – აპლიკანტის კომპეტენციების, ცოდნისა და ინტერესების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა / შეფასება
დამატებითი დეტალები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 თებერვალი 2025.
პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2025.
პროგრამის დასრულების თარიღი: იანვარი 2026.
პროგრამა ლიდერატორი ხელს უწყობს კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ტალანტებს, ჩამოყალიბდნენ ყველაზე მოთხოვნადი სფეროს გამორჩეულ პროფესიონალებად, მიიღონ სამუშაოზე მორგებული თეორიული ცოდნა და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარები რეალურ პროექტებში საკუთარი წვლილის შეტანის გზით.
ამ ინიციატივის საპასუხოდ, პროგრამის წარმატებულ მონაწილეებთან მოვიაზრებთ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ორიენტირდება ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, მინიმუმ 2 წლიანი პერსპექტივით, რათა ერთად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებსა და ტრენდებს, შევქმნათ და განვავითაროთ ინოვაციური და ფუნქციურად სრულყოფილი პროდუქტები და სერვისები.
მრავალფეროვანი პროფესიული ინტერესების ქონის შემთხვევაში, კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge;