ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამირება, მობილური აპლიკაციების არქიტექტურა და თანამედროვე პროგრამული სისტემების შექმნა. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ ინოვაციურ Agile გუნდთან და Swift-ის გამოყენებით შექმნათ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მილიონობით მომხმარებლის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ჩაერთვებიან iOS დეველოპმენტის ძირითად პროცესებში, როგორიცაა:

  • მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა

  • მრავალჯერადი გამოყენების პროგრამული კომპონენტებისა და UI ელემენტების შექმნა UIKit-ისა და SwiftUI-ის გამოყენებით

  • iOS აპლიკაციის არქიტექტურის განვითარება ისეთი პატერნების გამოყენებით, როგორიცაა MVVM და Clean Architecture

  • RESTful სერვისებთან და ინტერფეისებთან მუშაობა URLSession-ის გამოყენებით

  • კოდის ხარისხის კონტროლი და Code Review-ს პროცესებში მონაწილეობა

  • აპლიკაციის ტესტირება (Unit Testing).

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

  • iOS პროგრამირების ძირითადი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (Swift, UIKit, SwiftUI, Combine)

  • მონაცემთა დამუშავების და ქსელური მოთხოვნების მართვის უნარები (Codable, GCD, URLSession)

  • მობილური აპლიკაციის არქიტექტურული პატერნების პრაქტიკული გამოყენება (MVVM)

  • პროგრამული კომპონენტების დიზაინისა და კოდირების უნარები

  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები Agile პრინციპების გამოყენებით.

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული შემდეგ ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა

  • გაგაჩნდეს ძლიერი ლოგიკური და ანალიტიკური უნარები

  • იყო შრომისმოყვარე და გქონდეს მაღალი მოტივაცია ჩამოყალიბდე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალად

  • გამოირჩეოდე ინიციატივიანობითა და გუნდური მუშაობის უნარით.

  • გქონდეს iOS-ის საბაზისო ცოდნა

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • Swift-ის ან Objective-C-ის საბაზისო ცოდნა

  • მობილური აპლიკაციის არქიტექტურული პატერნების (მაგ: MVC, MVVM) ცოდნა

  • Git-ის ან სხვა ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების გამოცდილება.

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს საფუძველზე პროგრამის მოთხოვნებთან აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

  3. მათემატიკური ტესტირება

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: აპლიკანტის კომპეტენციების, ცოდნისა და ინტერესების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა / შეფასება.

დამატებითი დეტალები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლისის ოფისი (მუხრან მაჭავარიანის ქუჩა #1)

  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026.

პროგრამა ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას, განვითარდნენ წამყვან პროფესიონალებად და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე მუშაობით. პროგრამის წარმატებულ მონაწილეებთან მოვიაზრებთ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ორიენტირდება ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, მინიმუმ 2 წლიანი პერსპექტივით, რათა ერთად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით.

მრავალფეროვანი პროფესიული ინტერესების ქონის შემთხვევაში, კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.  


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: