ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს დაუმუშავებელი მონაცემების სტრატეგიულ ინფორმაციად გარდაქმნა, ბიზნეს პროცესების ანალიზი და მონაცემთა ვიზუალიზაცია. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოამზადოთ რეპორტები, დეშბორდები და ანგარიშები, რომლებიც ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:

  1. საცალო საბანკო საქმიანობის (RB) ანალიტიკის და რეპორტინგის დეპარტამენტი - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს დაუმუშავებელი მონაცემების გარდაქმნას სტრატეგიულ ინფორმაციად, რომელიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. დეპარტამენტი მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ეხმარება ბანკს საცალო მიმართულებით სტრატეგიის ფორმირებაში, პროცესების ოპტიმიზაციასა და ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში. ლიდერატორი ჩაერთვება მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის პროცესებში. მენტორის დახმარებით შეისწავლის დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, მომხმარებლის ქცევისა და პროდუქტების ეფექტურობის ანალიზს. მონაწილეობას მიიღებს კამპანიების შედეგების შეფასებაში და ისწავლის, როგორ მოამზადოს მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშები და რეპორტები.

  2. SME რეპორტინგისა და ანალიზის სამსახური- უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის ანალიტიკასა და რეპორტინგს. სამსახური ქმნის ინფორმატიულ დეშბორდებსა და ანგარიშგებებს, რომლებიც ბიზნეს ერთეულებს ეხმარება, როგორც სტრატეგიული, ასევე ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. პროგრამის ფარგლებში ლიდერატორი ჩაერთვება SME სეგმენტთან დაკავშირებული რეპორტინგისა და ანალიზის პროცესებში. მენტორის დახმარებით, შეისწავლის: დეშბორდების შექმნას და მონაცემთა ვიზუალიზაციას, ანგარიშგებების მომზადების მეთოდოლოგიას, ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათ ანალიტიკურ გადაწყვეტებად გარდაქმნას და ბიზნეს ერთეულებთან ეფექტურ კომუნიკაციას. პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ანალიტიკურ პროექტებში მონაწილეობას, რეპორტების ოპტიმიზაციასა და ბიზნეს პროცესების მხარდაჭერას.

  3. რეპორტინგის და ფინანსური ანალიზის სამსახური - მიმართულების საქმიანობა ფოკუსირებულია სტრატეგიული პროექტებისთვის საჭირო ფინანსური ანალიზისა და რეპორტინგის უზრუნველყოფაზე. სამსახური ამზადებს სხვადასხვა სახის ანალიტიკურ ანგარიშებს, ამუშავებს მონაცემთა ბაზებს და ქმნის ავტომატიზებულ რეპორტებს, რაც ბიზნეს პროექტების შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია. ლიდერატორი ჩაერთვება ბიზნეს პროექტების ფინანსური ანალიზისა და კალკულაციის პროცესში. მენტორის დახმარებით, ის შეისწავლის მონაცემთა ბაზების დამუშავებას და მონაცემთა ვიზუალიზაციას. ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა რეპორტის მომზადებაში, მათ ავტომატიზაციასა და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებაში.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. მათ შორისაა:

  • დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, მათი დამუშავება და ანალიზი

  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და ინფორმაციული დეშბორდების შექმნა

  • ანგარიშგებისა და რეპორტების მომზადება/ავტომატიზაცია

  • ბიზნეს პროცესებისა და პროექტების ფინანსური ანალიზი

  • ანალიზის საფუძველზე ბიზნეს რეკომენდაციების შემუშავება

  • პრეზენტირების უნარები

  • ანალიტიკური პროგრამებისა და ხელსაწყოების გამოყენება

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფინანსები

  • იცოდე Microsoft Excel მაღალ დონეზე

  • გაგაჩნდეს ფინანსების თეორიული ცოდნა

  • გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები

  • გამოირჩეოდე ინიციატივითა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარით.

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და, უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან: თითოეულ მიმართულებაში მონაწილეს ეყოლება გამოცდილი მენტორი, რომელიც მის პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:  სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისინი ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ (მაქს. 5 ერთად).

  • ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების მაჩვენებელი 78%-ია).

რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება

  3. პროფესიული ტესტირება: Excel-ის ცოდნის დონის შეფასება

  4. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება

  5. *პრეზენტაცია: შერჩეულ კანდიდატებთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაინიშნოს პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სათავო ოფისი გაგარინის 29ა; გარე ოფისი _ ი. გაგარინის 29)

  • სამუშაო ფორმატი: სრულად ადგილზე/ჰიბრიდული

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026

  • ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)

  • პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026

  • პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026.

ლიდერატორი ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ მათი სფეროს წამყვან დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: