ლიდერატორი - შენი კარიერული სტარტი საქართველოს ბანკში!


ლიდერატორი საქართველოს ბანკის ყოველწლიური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, მიიღო შენს ინტერესებზე მორგებული სამუშაო გამოცდილება, განივითარო პროფესიული უნარები და გადადგა პირველი ნაბიჯები კარიერაში.


ლიდერატორი 2027-ზე მიღება იანვარში გამოცხადდება!


თუ არ გინდა პროგრამაზე განაცხადების მიღების დაწყება გამოგრჩეს, დაგვიტოვე რეზიუმე და პირველმა შეიტყვე ინფორმაციას რეგისტრაციის დაწყების შესახებ.


მნიშვნელოვანია: ამ ეტაპზე რეზიუმეს დატოვება პროგრამაზე განაცხადის გაკეთებას არ ნიშნავს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება ცალკე დაგჭირდება, მას შემდეგ, რაც იანვარში მიღება ოფიციალურად გამოცხადდება.


ვის შეუძლია მონაწილეობა?


ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებსა და 1-2 წლის კურსდამთავრებულებს.


რატომ ლიდერატორი?


პრაქტიკული ტრენინგები და ვორქშოფები

  • შეიძენ კარიერული წინსვლისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს

  • გაივლი სპეციალურ ონბორდინგ პროგრამას, რაც გაგიმარტივებს ადაპტაციას

  • ისარგებლებ პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერით

უნიკალური როტაციული სამუშაო გამოცდილება

  • გაეცნობი სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაო სპეციფიკას

  • ჩაერთვები რეალურ საბანკო პროცესებში

  • აღმოაჩენ საკუთარ პროფესიულ ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს


მენტორინგი გამოცდილი პროფესიონალებისგან

  • იმუშავებ პროფესიონალებთან, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებენ

  • მიიღებ რეგულარულ უკუკავშირსა და პრაქტიკულ რჩევებს

  • დააჩქარებ პროფესიულ ზრდას და განივითარებ პროფესიულ უნარებს

ანაზღაურება და სწავლაზე მორგებული გრაფიკი

  • მიიღებ ზრდად ანაზღაურებას

  • გექნება აკადემიურ განრიგზე მორგებული სამუშაო გრაფიკი

  • ისარგებლებ დამატებითი გამოსასვლელი დღეებით

კორპორაციული უპირატესობები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • Fitpass

  • სპეციალური შეთავაზებები საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის

კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა

  • პროგრამის წარმატებით დასრულებისა და გუნდში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა

  • ლიდერატორების 78% კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს!


მოემზადე წარმატებისთვის - გაეცანი პროგრამის დეტალებს, დაგვიტოვე რეზიუმე და პირველმა გაიგე როდის დაიწყება ლიდერატორზე განაცხადების მიღება!

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: