ლიდერატორი - თქვენი კარიერული სტარტი საქართველოს ბანკში!

 

ლიდერატორი საქართველოს ბანკის ყოველწლიური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული სამუშაო გამოცდილება.


თუ არ გინდა მიღების გამოცხადება გამოგეპაროს, შეგიძლია წინასწარ დატოვო რეზიუმე და პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაციას პირველი მიიღებ. თუმცა, გაითვალისწინე, რომ ეს არ არის სააპლიკაციო ფორმა — კონკურსში ჩასართავად რეგისტრაციის გავლა მიღების გამოცხადების შემდეგ იქნება საჭირო.


ვის შეუძლია მონაწილეობა? - ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.

 

რატომ ლიდერატორი?


პრაქტიკული ტრენინგები და ვორქშოფები

  • შეიძენთ კარიერული წარმატებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს

  • გაივლით სპეციალურ ონ-ბორდინგ პროგრამას, რაც გაგიმარტივებთ ადაპტაციას

  • ისარგებლებთ პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერით

 

უნიკალური როტაციული სამუშაო გამოცდილება

  • გაეცნობით სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაო სპეციფიკას

  • შეიქმნით რეალისტურ ხედვას საბანკო პროცესებზე, სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაო პროცესში ჩართულობით

  • აღმოაჩენთ საკუთარ პროფესიულ ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს

 

მენტორინგი წამყვანი პროფესიონალებისგან

  • ითანამშრომლებთ გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც სამუშაო პროცესში გაგიწევენ მხარდაჭერას, გაგიზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას

  • მიიღებთ რეგულარულ უკუკავშირსა და რჩევებს

  • დააჩქარებთ თქვენს პროფესიულ ზრდას

ანაზღაურება და სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი

  • მიიღებთ ზრდად ანაზღაურებას

  • გექნებათ აკადემიურ განრიგზე მორგებული გრაფიკი

  • ისარგებლებთ დამატებითი გამოსასვლელი დღეებით

კორპორაციული უპირატესობები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • ფიტპასი

  • სპეციალური შეთავაზებები ბანკის თანამშრომლებისთვის

 

კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა

  • პროგრამის წარმატებით დასრულების და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, შანსი, გახდეთ საქართველოს ბანკის თანამშრომელი

  • ლიდერატორების 78% აგრძელებს კარიერას საქართველოს ბანკში

 

ლიდერატორი 2026 გამოცხადდება იანვარში!


მოემზადე წარმატებისთვის - გაეცანი პროგრამის დეტალებს და დაგვიტოვე რეზიუმე.

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: