ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


საქართველოს ბანკის პრემიალურ საცალო საბანკო მიმართულებაში ვეძებთ ლაუნჯის სერვისისა და ხარისხის მართვის მენეჯერს.


სამუშაო მოვალეობები:

  • ოპერაციული პროცესების მართვა: ინვენტარიზაცია, მარაგების კონტროლი, ბიუჯეტირება და შესყიდვების კოორდინაცია;

  • ბუტიკის საქმიანობის მართვა: გაყიდვების გეგმის შესრულება, მერჩენდაიზინგი, ტრენინგები და ინვენტარიზაცია;

  • თანამშრომელთა მიზნების განსაზღვრა, უკუკავშირის გაცემა, ქოუჩინგი/მენტორინგი და საჭირო ტრენინგების ორგანიზება;

  • დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი და თვიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან;

  • პერსონალის მართვა: შერჩევის, როტაციის, შეფასების, განვითარების, ბენეფიტებისა და გათავისუფლების პროცესების კოორდინაცია;

  • პერსონალის ხარჯების (ხელფასი, ბონუსები) და ყოველთვიური ბონუსების ადმინისტრირება ფინანსებისა და რეპორტინგის გუნდთან თანამშრომლობით;

  • მომსახურების ხარისხისა და სერვის სტანდარტების მართვა, ლაუნჯებში (თბილისი და რეგიონები) ყოველდღიური მონიტორინგი;

  • HRMS სისტემაში თანამშრომელთა მონაცემების, შვებულებებისა და ბიულეტენების კონტროლი;

  • SOLO & Wealth ღონისძიებების მხარდაჭერა და შესაბამისი პროექტების (მუსიკა, უნიფორმები, ფორმები) კოორდინაცია;

  • ანგარიშგების წარმოება, შიდა პოლიტიკებისა და სტანდარტების დაცვა.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მაგისტრი ჰოსფითალითის/მომსახურების სფეროში);

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე (ჰორეკა, ტურიზმი, მომსახურება, გაყიდვები, ბიზნეს ადმინისტრირება);

  • გუნდის მართვისა და ოპერაციული პროცესების კოორდინაციის გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

  • საბანკო პროდუქტების ცოდნა;

  • ძლიერი კომუნიკაციის, ანალიტიკური და ლიდერული უნარები;

  • შედეგზე ორიენტირებულობა, დეტალებზე ყურადღება და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

  • ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

  • MS Office და კორპორატიული სისტემების (HRMS, M-File, Exact, POS) ცოდნა.


გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 20 იანვრის ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი