„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების მართვის მენეჯერის  პოზიციაზე,


ძირითადი ფუნქციები:

  •       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • სს „საქართველოს ბანკი“-ს ოფისებში განთავასებული კვების ობიექტების მომსახურებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოქმედ სტანდარტებთან და  ნორმატივებთან შესაბამისობის კონტროლი.

  •      საკვები პროდუქტების მომზადებისთვის საჭირო ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

  •       ოფისებში განთავსებული კვების ობიექტების მომსახურების,დასუფთავების,ავეჯის,ტექნიკა-ინვენტარის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მონიტორინგი.

  •        კვების ობიექტის თანამშრომლების გარეგნულ იერ-სახის კონტროლი.

  •       რეკომენდაციების შემუშავება თანამშრომელთა კმაყოფილების გასაზრდელად და შესაბამისი პროექტების კოორდინაცია.

  •       კვლევების ინიცირება და ანალიზი, შედეგად მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გამოვლენა.

  •        თანამშრომლების კმაყოფილების დონის ასამაღლებლად ეფექტური გზების მოძიება და საჭირო აქტივობების ინიცირება.

  •        დადგენილი პერიოდულობით მენიუს ცვლილება კვების კონტრაქტორთან კოორდინირებით.

  •       დაფიქსირებული პრობლემურ საკითხებზე შესაბამისს სამსახურებთან კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების მოძიება და დროული უკუკავშირის უზრუნველყოფა.

  •      პროცესებში ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა, განხილვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება.

  •     სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან საჭიროებების განხილვა, ინფორმაციის ანალიზი, სწორ მიმართულებებზე დავალებების გადაცემა და  შესრულების ვადების/ ხარისხის კონტროლი.

  •     სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულების კოორდინაცია დასახული ამოცანების მისაღწევად.

  •     ინიცირებული პროექტების და ღონისძიებების ბიუჯეტირება/შესრულების კონტროლი.

  •     ინოვაციური იდეების შემუშავება და რეკომენდაციების გაცემა.

  •     წინასწარ დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგის წარმოება და პრეზენტაციების მომზადება.


სავალდებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: აკალავრის ხარისხი



აუცილებელი ცოდნა/უნარები:


სავალდებულო ცოდნა/უნარები:


  • საქართველოს ბანკის ბრენდი, საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულები და მათი საქმიანობა

  • კორპორატიული სტანდარტები: თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამშრომლის სავალდებულო ქცევასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი შიდა პოლიტიკები/სახელმძღვანელოები

  • ყველა სავალდებულო შიდა პოლიტიკა და რეგულაცია

  •   ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);

  •  სასურველია ინგლისური, რუსული ან სხვა უცხო ენა

  •  კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word

  • კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:

  • საერთო მოხმარების: HRMS,  M-File,

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26 ივლისი, 2024.





გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.