ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.
„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე,
ძირითადი ფუნქციები:
· სს „საქართველოს ბანკი“-ს ოფისებში განთავასებული კვების ობიექტების მომსახურებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოქმედ სტანდარტებთან და ნორმატივებთან შესაბამისობის კონტროლი.
· საკვები პროდუქტების მომზადებისთვის საჭირო ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
· ოფისებში განთავსებული კვების ობიექტების მონიტორინგი ხარვეზებისა და რისკების გამოსავლენად.
· მენიუს ცვლილების და არსებული ფასების კონტროლი.
· მომსახურების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების/ინოვაციური იდეების შემუშავება და შესაბამისი პროექტების ინიცირება.
· ინიცირებული პროექტების ბიუჯეტირება/შეთანხმება/შესრულების კონტროლი.
· შეფასებების პორტალის კონტროლი და მომხმარებლების საჭიროებების/კომენტარების გათვალისწინება.
· საჭიროებების განხილვა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან/კონტრაქტორებთან, ინფორმაციის ანალიზი, სწორ მიმართულებებზე დავალებების გადაცემა და შესრულების ვადების/ ხარისხის კონტროლი.
· კვლევების ინიცირება და ანალიზი.
რეპორტინგის წარმოება და პრეზენტაციების მომზადება.
სავალდებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი
აუცილებელი ცოდნა/უნარები:
სავალდებულო ცოდნა/უნარები:
საქართველოს ბანკის ბრენდი, საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულები და მათი საქმიანობა
კორპორატიული სტანდარტები: თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამშრომლის სავალდებულო ქცევასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი შიდა პოლიტიკები/სახელმძღვანელოები
ყველა სავალდებულო შიდა პოლიტიკა და რეგულაცია
ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
სასურველია ინგლისური, რუსული ან სხვა უცხო ენა
კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word
კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:
საერთო მოხმარების: HRMS, M-File,
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 მარტი, 2025.