ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს ,,საქართველოს ბანკის“ სასწავლო პროგრამების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას კვალიფიკაციის სრულყოფისა და სწავლების უმცროსი პარტნიორის პოზიციაზე თბილისში.



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ახალი თანამშრომლების Onboarding პროგრამების დაგეგმვის და მომზადების სრული ციკლის მართვა;

  • არსებული თანამშრომლების უწყვეტი განვითარების გეგმაში ჩართულობა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;

  • ტრენინგის მონაწილეთა მხარდაჭერა და პერიოდული კონსულტირება;

  • საკვალიფიკაციო და კომპეტენციის ტესტირების პროცესის ადმინისტრირება/მონიტორინგი;

  • სასწავლო პლატფორმის ადმინისტრირება (მონაწილეების კურსებზე რეგისტრაცია, კურსების კატეგორიზაცია და კატალოგის მართვა);

  • სასწავლო პროცესის შეფასების ციკლის მართვა/მონიტორინგი;

  • ტრენინგებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

  • სასურველია ტრენინგების/სწავლების მიმართულებით მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება;

  • MS Excel-ის ცოდნა;

  • Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.


აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • დროის ოპტიმალურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი.


საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით.


გამოაგზავნეთ განაცხადი