„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული და საინვესტიციო საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ბიზნესის პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კორპორაციული ბიზნესის საკრედიტო პორტფელის რისკის პარამეტრების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი;

  • პორტფელის სტრეს-ტესტების ჩატარება და შედეგების ანალიზი;

  • ადრეული რისკების ინდიკატორების გამოვლენა და ანალიზი;

  • მიმართულების რეპორტების აწყობა/მართვა Power Bi-ს გამოყენებით;

  • მონაცემების გამართვა და მუდმივი დახვეწა;

  • ანალიტიკური პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;

  • პროცესების მუდმივი დახვეწა;

  • საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაცია მარეგულირებელ და აუდიტორულ ორგანიზაციებთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან/და მათემატიკის მიმართულებით;

  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება პორტფელური რისკების მართვის ან/და რეპორტინგის განხრით;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • SQL-ის და Power BI-ს საფუძვლიანი ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  • მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის უნარი;

  • გამართული კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ეფექტიანად გადაჭრის უნარი;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.


საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 16 აგვისტომდე.


გამოაგზავნეთ განაცხადი