„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული და საინვესტიციო საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ბიზნესის პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კორპორაციული ბიზნესის პორტფელის რისკის პარამეტრების დაგეგმვა და მონიტორინგი;

  • პორტფელის სტრეს ტესტინგი;

  • ადრეული რისკების ინდიკატორების გამოვლენა და ანალიზი;

  • მიმართულების რეპორტინგში ჩართულობა;

  • მონაცემების გამართვა და მუდმივი დახვეწა;

  • პრეზენტაციების მომზადება;

  • პროცესების მუდმივი დახვეწა;

  • რეგულატორთან და აუდიტორებთან ურთიერთობა;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან მათემატიკის მიმართულებით;

 

სამუშაო გამოცდილება:

  • პორტფელური რისკების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

  • ან რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • Excel მაღალ დონეზე ცოდნა;

  • SQL-ის ცოდნა;

  • ბაზებთან მუშაობის უნარი;

  • მონაცემების ანალიზის უნარი;

  • რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;

  • ორგანიზებულობა;

  • ყურადღება დეტალების მიმართ, სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;

  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 13 ივნისი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით