ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კონტენტ არქიტექტორის პოზიციაზე.


თუ გაინტერესებს საქართველოს ბანკის შიდა მოხმარების არხები და გინდა მონაწილეობა მიიღო მათი განვითარების პროცესში, შემოგვიერთდი!

 

შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:   

  • შეიმუშაო სტრუქტურირებული და თანმიმდევრული კონტენტი ბანკის შიდა არხებისთვის

  • გაამარტივო სამომხმარებლო გამოცდილება

  • გააანალიზო პლატფორმის მომხმარებლების საჭიროებები და მოარგო კონტენტი მათ მოთხოვნებს

  • აქტიურად ჩაერთო შიდა არხების განვითარების პროცესებში

  • ითანამშრომლო პროდუქტის მფლობელებთან, UX დიზაინერებთან და მკვლევარებთან

 

შენგან გვჭირდება:

·        ონლაინ არხებისთვის წერის გამოცდილება

·        UX-ის ტექსტური და ვიზუალური პრინციპების ცოდნა

·        პროდუქტის დიზაინის საბაზისო პრინციპების ცოდნა

·        ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

·        ეფექტური კომუნიკაციის უნარი

 

უპირატესობად ჩაითვლება:

·        Figma-ში მუშაობის გამოცდილება

·        მრავალფუნქციურ გუნდებთან (UX, დიზაინი, დეველოპმენტი) მუშაობის გამოცდილება

·        საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება

 

გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი, აღმოაჩინე და განავითარე შენი პოტენციალი, არასდროს რომ არ გაჩერდე!

 

 გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი