სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დისტანციური გაყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კონსიერჟის პოზიციაზე ქ. თბილისში.



სამუშაო მოვალეობები:

  • 4B ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;

  • 4B ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო, მარკეტინგული, მასალების შეკვეთისა და შესყიდვის მოთხოვნის დარეგისტრირება;

  • კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია, მოწოდებული პროდუქციის აღრიცხვა, კონტროლი;

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ კომუნიკაციის დროულად მომზადება და გაგზავნა;

  • მეილზე შემოსული შეტყობინებების მართვა, უკუკავშირის დაბრუნება;

  • მომხმარებლების დახვედრა, გადამისამართება/დაკვალიანება;

  • შეხვედრების ოთახების დაჯავშნა/ჯავშნების კონტროლი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • სასურველია გამოცდილება მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით.


ცოდნა და უნარები:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

  • MS Office;

  • კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;

  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა, დახმარების მზაობა,სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • პრიოპიტეტების განსაზღვრის უნარი.


საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

 

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 12 აგვისტოს ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით