სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქონების რეალიზაციის ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები
· ქონებასთან დაკავშირებული შეთავაზებისათვის საჭირო ინფორმაციისა და მასალის შეგროვება;
· თითოეული აქტივისათვის შეთავაზების მომზადება;
· პოტენციური მყიდველების განსაზღვრა და ინფორმაციის გასავრცელებლად ოპტიმალური არხების შერჩევა;
· მოლაპარაკების წარმოება “საქართველოს ბანკის” კუთვნილი ქონების გაყიდვის საბოლოო პირობების შესახებ;
· რეგიონის ბაზრის ძირითადი მონაწილეებისა და შემომავალი ზარებით დაფიქსირებული პოტენციური მყიდველების ბაზის მუდმივი განახლება;
· ქონების რეკლამირებისათვის გამოყენებული არხების ეფექტურობის მონიტორინგი;
· სარეკლამო კამპანიის მართვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი.
სამუშაო გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში, სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე უძრავი ქონებისა და დეველოპერულ კომპანიებში.
სავალდებულო ცოდნა და უნარები
· შესაბამისი რეგიონის უძრავი ქონების ბაზრის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
· საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის, კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;
· ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
· ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
· ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
· შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;
· გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15 დეკემბერი, 2024