სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქონების რეალიზაციის ოფიცრის თანამდებობაზე ბათუმში.

 

ძირითადი ფუნქციები

 

·        ქონებასთან დაკავშირებული შეთავაზებისათვის საჭირო ინფორმაციისა და მასალის შეგროვება;

·        თითოეული აქტივისათვის შეთავაზების მომზადება;

·        პოტენციური მყიდველების განსაზღვრა და ინფორმაციის გასავრცელებლად ოპტიმალური არხების შერჩევა;

·        მოლაპარაკების წარმოება “საქართველოს ბანკის” კუთვნილი ქონების გაყიდვის საბოლოო პირობების შესახებ;

·        რეგიონის ბაზრის ძირითადი მონაწილეებისა და შემომავალი ზარებით დაფიქსირებული პოტენციური მყიდველების ბაზის მუდმივი განახლება;

·        ქონების რეკლამირებისათვის გამოყენებული არხების ეფექტურობის მონიტორინგი;

·        სარეკლამო კამპანიის მართვა.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

განათლება:  უმაღლესი.

 

სამუშაო გამოცდილება: მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში, სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე უძრავი ქონებისა და დეველოპერულ კომპანიებში.

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები

 

·        შესაბამისი რეგიონის უძრავი ქონების ბაზრის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;

·        საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის, კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;

·        ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

·        კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

·        ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

·        ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;

·        შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;

·        გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2023.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით