სს ,,საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის, სასწავლო პროგრამების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციური უნარების (soft skills) ტრენერის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ქმნის სხვადასხვა სასწავლო პროგრამას კომპანიის თანამშრომელთა განვითარების და მხარდაჭერის მიზნით, რაც ორგანიზაციის ერთ ერთ მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
გუნდების წარმატებული მუშაობისთვის, მნიშვნელოვანია მათი ტექნიკური უნარ - ჩვევები და სპეციალიზირებული ცოდნა, თუმცა, სწრაფად მზარდ კონკურენტულ გარემოში მეტად გამორჩეულებისა და ეფექტურიბისთვის აუცილებელია მათთვის კომუნიკაციური უნარების (soft skills) განვითარება. ჩვენი გუნდი, ისეთი კომპეტენციების გაძლიერებას უწყობს ხელს, როგორიც არის:
· კომუნიკაცია, მოლაპარაკება, გაყიდვები, კონფლიქტის მართვის სტრატეგიები, პროდუქტიულობა-პირადი ეფექტურობა, გუნდურად მუშაობა და სხვ.
თუ შენ (პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები):
· შეგიძლია, თემის მცირე დროში, მიზნის შესაბამისად დამუშავება
· შეგიძლია სატრენინგო პროცესისა და აუდიტორიის მართვა
· პროდუქტიულობა-პირადი ეფექტურობა
· ხარ დეტალებზე დაკვირვებული და თავდაჯერებული
· და სხვ.
თუ შენ გაქვს პასუხიმსგებლობის ძლიერი გრძნობა და შეგიძლია გუნდის წევრებთან თანამშრომლობით ურთიერთობა,გაგვიხარდება თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები!
ძირითადი ფუნქცია - მოვალებები:
· სხვადასხვა თემაზე პროგრამების შემუშავება
· პირისპირ, დისტანციური და ჰიბრიდული ტრენინგების ჩატარება
· ტრენინგის შემდგომი აქტივობების განხორციელება (მონაწილეებთან კომუნიკაცია, შეფასებების გაცნობა, პროგრამების განვითარება და სხვ.)
· საჭიროების შემთხვევაში ფოკუს ჯგუფის ორგანიზება/ჩატარება
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება
· სოფტის ტრენერად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
· სასწავლო პროგრამების შექმნის და დოკუმენტების შემუშავების გამოცდილება
· საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
· ინგლისური ენის ცოდნა - B2
შერჩევის ეტაპები, გასაუბრების გარდა მოიცავს დემო ტრენინგის ჩატარებას.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი 9:30 – 18:30
ადგილმდებაროება, თბილისი, მიცკევიჩის 29ა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის, 2 აპრილი.