ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს ,,საქართველოს ბანკის“ სასწავლო პროგრამების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციური უნარების (Soft Skills) ტრენერის პოზიციაზე თბილისში.


გუნდების წარმატებული მუშაობისთვის, მნიშვნელოვანია მათი ტექნიკური უნარ- ჩვევები და სპეციალიზირებული ცოდნა. თუმცა, სწრაფად მზარდ კონკურენტულ გარემოში მეტი გამორჩეულობისა და ეფექტურიბისთვის, ასევე აუცილებელია კომუნიკაციური უნარების (soft skills) განვითარება. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ისეთი კომპეტენციების გაძლიერებას უწყობს ხელს, როგორიც არის: კომუნიკაცია, მოლაპარაკება, გაყიდვები, კონფლიქტის მართვის სტრატეგიები, პროდუქტიულობა-პირადი ეფექტურობა, გუნდურად მუშაობა და სხვა.


აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი ქმნის და ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამას კომპანიის თანამშრომელთა განვითარების და მხარდაჭერის მიზნით, რაც ორგანიზაციის ერთ ერთ მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ მასალების მომზადება კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმართვის, გაყიდვების, ლიდერობისა და სხვა თემების შესახებ;

  • თანამშრომლებისთვის სოფტ სქილების ტრენინგის დაგეგმვა/ჩატარება როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ან/და ჰიბრიდულ ფორმატში;

  • ტრენინგის შემდგომი აქტივობების განხორციელება: მონაწილეებთან კომუნიკაცია, შედეგების შეფასება, უკუკავშირების შეგროვება, პროგრამების განვითარება და სხვა;

  • საჭიროების შემთხვევაში, ფოკუს ჯგუფის ორგანიზება/ჩატარება;

  • თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და ტრენდების მუდმივი კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; სასურველია ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

  • სასურველია სოფტ სქილების ტრენერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

  • სასწავლო პროგრამების შექმნის და დოკუმენტების შემუშავების გამოცდილება;

  • MS Office პროგრამების ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა - B2.


აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • დროის ოპტიმალურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი.

 


შერჩევის პროცესი, ინტერვიუს გარდა მოიცავს დემო ტრენინგის ჩატარებას.

 

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით.



გამოაგზავნეთ განაცხადი