სს „საქართველოს ბანკის“ფინანსური მიმართულება, თანამშრომელთა კომპენსაციების ანაზღაურების და მხარდაჭერის სამსახურში,აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციების ანაზღაურების და მხარდაჭერის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.


 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიურად განაცემებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;

  • განაცემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;

ძირითადი მიმართულება: ხელფასები და მასთან დაკავშირებული გასაცემლების აღრიცხვა;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:უმაღლესი, ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ბანკში ან სხვა საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.


 

სასურველი ცოდნა და უნარები:

  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Ms Word, Ms Excel, MS Visio) საფუძვლიანი ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია ACCA სერთიფიკატი (პირველი დონე);

  • პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;

  • ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, მათემატიკური უნარები;

  • დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტიანად გადანაწილების უნარი;

  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, ემოციური წონასწორობა.

 

 

 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი, 2026.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით