სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

 

პოზიციის შესახებ:
კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცერი პასუხისმგებელია ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესების განვითარებაზე. შენ ჩაერთვები როგორც არსებული, ისე ახალი პროექტების უსაფრთხოების შეფასებაში და იმუშავებ სხვადასხვა გუნდთან და მესამე მხარეებთან ერთად, რათა დაცული იყოს ორგანიზაციის კრიტიკული ინფორმაციული აქტივები.


რას გააკეთებ ამ როლში:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაციასა და შეფასებას;

  • ბიზნეს პროცესებისა და IT სისტემების ანალიზს უსაფრთხოების ჭრილში;

  • ახალი და მიმდინარე პროექტების უსაფრთხოების შეფასებას;

  • მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების მართვასა და კომუნიკაციას;

  • რისკების მიტიგაციის გეგმებისა და უსაფრთხოების კონტროლების შემუშავებას;

  • უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ინიციატივებში მონაწილეობას;

  • მენეჯმენტისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებზე რეპორტების მომზადებას;

  • რისკების მართვის პროგრამის ეფექტურობის გაზომვას KPI-ებისა და მეტრიკების მეშვეობით.

რას ველით შენგან:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რისკების მართვის მიმართულებით;

  • განათლება ინფორმაციულ უსაფრთხოებაში, IT-ში ან კომპიუტერულ მეცნიერებაში;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პრაქტიკული ცოდნა;

  • ISO 27001-ის, NIST CSF-ის ან მსგავსი სტანდარტების ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის გამოცდილება;

  • უპირატესობა მიენიჭება CISM / CRISC სერტიფიკატს;

  • რეგულაციებისა და შესაბამისობის მოთხოვნების (GDPR და სხვ.) ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

თუ გსურს რეალური გავლენა მოახდინო ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოებაზე და იმუშაო მაღალი სტანდარტების მქონე გუნდში - შემოგვიერთდი!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

გამოაგზავნეთ განაცხადი