სს „საქართველოს ბანკის“ შიდა კონტროლის და ტრანზაქციების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ქასთოდიანური ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები:
მონაწილეობა აქტივების წმინდა ღირებულების (NAV) დათვლის პროცესში სპეციალიზირებული დეპოზიტარის ფუნქციის ფარგლებში;
აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება შესაბამისი საბაზრო მონაცემების, ფასების წყაროებისა და დამკვიდრებული მეთოდოლოგიების გამოყენებით;
დათვლილი ღირებულებების სიზუსტესა და დროულობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის აღება;
საბაზრო ფასების, კურსებისა და საკონსოლიდაციო მონაცემების მოძიება, გადამოწმება და გაანალიზება;
მონაცემების აღრიცხვა და შედარება ბუღალტრულ სისტემებთან, გაუტოლებლობების იდენტიფიცირება და მათი დროული ანალიზი/ამოხსნა;
კომუნიკაცია და კოორდინაცია სხვა შიდა დეპარტამენტებთან და საჭიროების შემთხვევაში – საბირჟო დეპოზიტარებთან, კასტოდიანებთან ან ფინანსურ პარტნიორებთან;
შესაბამისი შიდა პროცედურების, პოლიტიკებისა და რეგულაციების დაცვა აქტივების შეფასების პროცესში;
აქტივების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და შიდა აღრიცხვების სისტემატური წარმოება და შენარჩუნება;
მონაწილეობა შიდა აუდიტის, ზედამხედველობის ან კონტროლის პროცესებში შეფასებასთან დაკავშირებულ ნაწილში.
განათლება
ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბუღალტერიაში ან შესაბამის დისციპლინაში;
დამატებითი უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს CFA-ის ან ACCA-ის მინიმუმ პირველ დონეს;
პროფესიული გამოცდილება:
სასურველია მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ფასიანი ქაღალდების აღრიცხვაში, აქტივების წმინდა ღირებულების (NAV) დათვლაში ან კაპიტალის ბაზრების ანალიტიკაში;
გამოცდილება ინვესტიციებისა და/ან ბუღალტრული აღრიცხვის სისტემებთან მუშაობაში.
ცოდნა და უნარები:
ფასიანი ქაღალდების ცოდნა
ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა: აქციები, ობლიგაციები, ETF-ები, დერივატივები და სხვ.;
ამ ინსტრუმენტების შეფასების მოდელების ცოდნა.
NAV-ის გამოთვლის უნარი
აქტივებისა და ვალდებულებების კლასიფიკაციის ცოდნა;
წმინდა ღირებულების დათვლის პროცესის ცოდნა სხვადასხვა პერიოდულობით (დღიური, კვირეული, თვიური);
მიმდინარე და დაგეგმილი ქეშფლოუების, დანაზოგების (accruals), ხარჯების და ფასების გათვალისწინება NAV დათვლისას;
ბუღალტრული და ანგარიშგების უნარები
Microsoft Excel-ის ფუნქციური ცოდნა (ფორმულები, Pivot Table, მონაცემთა ანალიზი);
საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების პრინციპების ცოდნა.
სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრობლემის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი — როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე დაინტერესებულ მხარეებთან (კლიენტები, ზედამხედველები და სხვ.);
დროის ეფექტური მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 აგვისტო, 2025.