სს „საქართველოს ბანკის“ ტრანზაქციების მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ქასთოდიანური მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების მხარდაჭერა და მონიტორინგი.

  • საერთაშორისო და ლოკალური ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე დადებული გარიგებების ინსტრუქციების მიღება, ოპერაციის დამუშავება და მომხმარებლებზე შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა;

  • დეპოზიტარული ანგარიშების მართვა და ანგარიშგების მომზადება.

  • ყოველდღიური ანგარიშების დამუშავება და გადამოწმება.

  • მონაცემების ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.

  • პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა.


მოთხოვნები:

  • განათლება: ეკონომიკის, ფინანსების, ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.

  • გამოცდილება: ფინანსურ სექტორში ან ანალიტიკური პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1-2 წელი).


    ტექნიკური უნარები:

    • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფუნქციები, ფორმულები, PivotTables, მაკროები სასურველია).

    • მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების წარმოების უნარი.

    • სხვა ფინანსური სისტემებისა და პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.



    ენები:

    • ქართულიმშობლიური დონე.

    • ინგლისური სამუშაო დონე.

  • პიროვნული თვისებები:

    • დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის გრძნობა.

    • პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.

    • გუნდში მუშაობის და კომუნიკაციის უნარი.

    • ახალი ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.



გელოდებით, მოგვიყევი შენ შესახებ!



რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15 დეკემბერი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით