სს საქართველოს ბანკის საცალო სეგმენტის მართვის მიმართულების ანალიტიკის სამსახური აცხადებს ვაკანსიას კამპანიების ანალიტიკოსისპოზიციაზე.




ძირითადი მოვალეობები:

 

  • საცალო სეგმენტის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა მიზნობრიობის (გაყიდვების, ლოიალურობის, პროდუქტების გამოყენების) კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა, მიზნობრივი აუდიტორიის დაიდენტიფიცირება;

  • კამპანიების ანალიზი (მათ შორის, არხების და საკომუნიკაციო ტექსტების ჭრილში);

  • კამპანიების შედეგების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების მომზადება;

  • Ad Hoc და პერიოდული რეპორტების მომზადება/ანალიზი (კამპანიების, მომხმარებლების, პროდუქტების, არხების ჭრილში);

  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და დეშბორდების მომზადება Power BI-ს დახმარებით; 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ტექნიკური სპეციალობები.

 

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ცოდნა და უნარები:


  • PL/SQL & Power BI მუშაობის გამოცდილება;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

  • გუნდურობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;

  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • დროის მენეჯმენტი;



სასურველია:

  • საბანკო პროდუქტების საბაზისო ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა.


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 მაისი!

გამოაგზავნეთ განაცხადი