ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები


საქართველოს ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Junior Customer Journey Researcher-ის პოზიციაზე.

 

პოზიცია მოიცავს ბანკის სერვისების და პროდუქტების მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე შესაბამისი კვლევის დაგეგმვასა და ჩატარებას.

 

რას გააკეთებს Junior Customer Journey Researcher -ი:

  • საკვლევი საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა;

  • საველე სამუშაოების ჩატარება;

  • რეკრუტინგი - ფოკუს ჯგუფები / სიღრმისეული ინტერვიუები;

  • ტრანსკრიპტების გაკეთება;

  • კვლევების დამუშავება / ანალიზი;

  • რაოდენობრივი კვლევების ჩატარება / ანალიზი;

  • კოდების წიგნების შექმნა, მონაცემთა კატეგორიზაცია.

Customer Journey Researcher -ისთვის მნიშვნელოვანია:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;

  • ადამიანების ქცევაზე და ემოციებზე ყურადღებით დაკვირვების უნარი;

  • ყურადღება დეტალების მიმართ;

  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი;

  • სასიამოვნო მოსაუბრე და ადამიანებთან კომუნიკაციის მარტივად დამყარების უნარი.

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

  • სასურველია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

  • კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა და გამოყენება, როგორებიცაა: alchemer, maze.co ან სხვა.

შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14 მარტი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით