Junior Customer Journey Researcher
საქართველოს ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Junior Customer Journey Researcher-ის პოზიციაზე.
პოზიცია მოიცავს ბანკის სერვისების და პროდუქტების მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე შესაბამისი კვლევის დაგეგმვასა და ჩატარებას.
რას გააკეთებს Junior Customer Journey Researcher -ი:
საკვლევი საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა;
საველე სამუშაოების ჩატარება;
რეკრუტინგი - ფოკუს ჯგუფები / სიღრმისეული ინტერვიუები;
ტრანსკრიპტების გაკეთება;
კვლევების დამუშავება / ანალიზი;
რაოდენობრივი კვლევების ჩატარება / ანალიზი;
კოდების წიგნების შექმნა, მონაცემთა კატეგორიზაცია.
Customer Journey Researcher -ისთვის მნიშვნელოვანია:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
ადამიანების ქცევაზე და ემოციებზე ყურადღებით დაკვირვების უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ;
რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი;
სასიამოვნო მოსაუბრე და ადამიანებთან კომუნიკაციის მარტივად დამყარების უნარი.
ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:
სასურველია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა და გამოყენება, როგორებიცაა: alchemer, maze.co ან სხვა.
გამოხმაურებებს ველით 2024 წლის 25 ნოემბრამდე.
წარმატებები!