სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უძრავ/მოძრავი ქონების ინსპექტორის თანამდებობაზე ბოლნისში, დმანისსა და წალკაში.

 

 ძირითადი ფუნქციები:

  •  ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა;
  • შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით;
  • ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება;
  • ქონების დასურათება;
  • ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;
  • მოპოვებული მონაცემების გადაგზვნა დამკვეთთან;

 

ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:  სასურველია უმაღლესი;

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ  სფეროში; (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის, საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა)

 

სხვა მოთხოვნები: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

 

 

საჭირო ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა (პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოპარატი);
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოიალურობა;
  • მოქნილობა, შესრულების სისწრაფე;
  • ენები: ქართული თავისუფლად;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი, 2022.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით