„საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისა და მანქანური სწავლების მოდელების ხარისხის კონტროლის ინჟინერის პოზიციაზე.


თუ დაინტერესებული ხარ მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების თანამედროვე მიდგომებით, თუ გაინტერესებს როგორ ხდება მონაცემთა მეცნიერებისა და მანქანური სწავლების გამოყენებით მასშტაბური ბიზნეს ამოცენების გადაჭრა, თუ გაინტერესებთ გუნდური მუშაობა და Agile მეთოდოლოგიის პრინციპები, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.


ძირითადი ფუნქციები:

 

  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა, შეფასება და კოორდინაცია;
  • მანქანური სწავლების მოდელების ხარისხის კონტროლისთვის საჭირო ტესტ ქეისების შემუშავება;
  • მოდელისთვის საჭირო მონაცემების ვალიდაცია, მონაცემების ხარისხის და დედუბლიკაციის შემოწმება;
  • რეალიზებული გადაწყვეტის გზების მოთხოვნებთან/მიზნებთან თავსებადობის კონტროლი;
  • ხარვეზების იდენტიფიცირება, აღწერა და შემდგომი მეთვალყურეობა მათ აღმოფხვრამდე;
  • საჭიროების შემხვევაში დეტალური სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება;


მოთხოვნები

 

სამუშაო გამოცდილება:


  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკის ან მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით.
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს მონაცემთან სამუშაო ტექნიკებს, იცნობდეს მონაცემთა სტრუქტურებს და სტატისტიკის ელემენტებს.


განათლება:


ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მათემატიკაში ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.

 

უნარები:


  • აუცილებელია SQL-ის ენის კარგად ცოდნა;
  • სასურველია Python-ის ენის ცოდნა დამწყების დონეზე;
  • ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტების და პროცესების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღება;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19/10/2021.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში Covid-19-ის ეპიდემიური ვითარების ფონზე, სს საქართველოს ბანკის მიერ შესაბამისი შიდა რეგულაციებით, დადგენილია, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ფიზიკურად დადის ბანკის სამუშაო სივრცეებში და არ არის ვაქცინირებული Covid-19-ის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინის ერთი დოზით მაინც, კვირაში რამდენჯერმე სამუშაო სივრცეში დაშვებამდე მოწმდება Covid-19-ის ანტიგენის ტესტით და სამუშაო სივრცეში დაიშვება მხოლოდ ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში. ამასთან, ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანტიგენის ტესტირების ხარჯის სრულად ანაზღაურების ვადლებულება ეკისრება თანამშრომელს.