სს ,,საქართველოს ბანკის'' დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირის პოზიციაზე ქ. თბილისში. (ოფისი მდებარეობს საბურთალოს ტერიტორიაზე)



ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • აწარმოო წინასწარ განსაზღვრული სეგმენტის მომხმარებლებთან (ფიზიკურ პირებთან) პროაქტიული კომუნიკაცია დისტანციურად, ძირითადად სატელეფონო არხით, საჭიროების შემთხვევაში მეილით;

  • მომხმარებლებს მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად შესთავაზო საბანკო პროდუქტები და მომსახურება, კონსულტაცია გაუწიო დისტანციური არხებით;

  • განავითარო მომხმარებელთა პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ( III ან IV კურსის სტუდენტი), სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა, უნარები:

  • ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და სასურველია რუსული

  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საბანკო პროდუქტების, პროცედურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;

  • მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

  • სტუდენტებზე მორგებულ განრიგს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 5 საათიანი მცოცავი გრაფიკით.


 

 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით