სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, SME Business Intelligence დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას SME Business Intelligence მენეჯერის პოზიციაზე.




ძირითადი მოვალეობები:

                   

  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით;
  • არსებული რეპორტების ფორმების გაუმჯობესება/ახალი ფორმების შექმნა;
  • კლიენტების და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება;
  • სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
  • დეპარტამენტის შედეების ყოველთვიური აღრიცხვა პროდუქტების, მიმართულებების, სეგმენტების, ს/ც-ებისა და თანამშრომლების ჭრილში;
  • დეპარტამენტის ფინანსური მონაცემების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანალიზი;
  • მომხმარებელთა დიჯიტალიზაციის მიმართულებით შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მონაცემთა ანალიზი, დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება და იმპლემენტაციაში ჩართულობა;
  • მომხმარებელთა და თანამშრომელთა კმაყოფილების შედეგების პერიოდული მონიტორინგი, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიკაცია, დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება და იმპლემენტაციაში ჩართულობა;




სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;



სამუშაო გამოცდილება: რეპორტინგის და ანალიტიკის მიმართულებით - მინიმუმ 1 წლიანი

გამოცდილება საბანკო სფეროში.




სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Excel და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 21 სექტემბერი 2021.

გამოაგზავნეთ განაცხადი