ბიზნეს პროცესების ანალიტიკოს-დეველოპერი


საქართველოს ბანკში Agile გუნდისთვის ვეძებთ ბიზნეს პროცესების ანალიტიკოს-დეველოპერს.

თუ ხარ ენერგიული, შემოქმედებითი და გუნდზე ორიენტირებული, შეგიძლია გუნდთან ერთად იმუშაო რთული და ინოვაციური მიზნების მისაღწევად, მაშინ გთავაზობთ ბიზნეს პროცესების ანალიტიკოს-დეველოპერის როლს.

 

შენი სამუშაო გარემო:


შენ  იმუშავებ სხვადასხვა კომპეტენციის მქონე გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, რომელთა თვითორგანიზებული გუნდი საერთო მიზნების გარშემოა შეკრული. გუნდთან ერთად მოიფიქრებ მიზნების მიღწევის გეგმას და ერთად შეასრულებთ მისი განხორციელებისთვის საჭირო ამოცანებს.

შენ ჩაერთვები ღია და კოლაბორაციულ გარემოში, სადაც გუნდური მუშაობით ვაღწევთ წარმატებას და დაშვებული შეცდომები გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობებად.





შენი როლით გუნდში:


  • მონაწილეობას მიიღებ პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში: დიზაინის შემუშავება, კოდინგი, ხარვეზების აღმოფხვრა, დოკუმენტირება;

  • შექმნი და გააუმჯობესებ ბიზნეს პროცესებს და მრავალჯერადად გამოყენებად პროგრამულ კომპონენტებს;

  • ჩაერთვები პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროცესეში;

  • გუნდთან ერთად ჩაერთვები ბიზნეს ამოცანების ანალიზის და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში;

 

ანალიტიკოს-დეველოპერობისთვის გჭირდება:


  • მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება ბიზნეს პროცესების განვითარების მიმართლებით;

  • BPM თულების გამოყენებით ბიზნეს პროცესების შექმნის და განვითარების გამოცდილება;

  • მონაცემთა სტრუქტურების საფუძვლების ცოდნა;

  • SQL ტექნოლოგიის ცოდნა;

  • XML -თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

  • SVN, Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;


ჩვენ გთავაზობთ:


  • პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს ;

  • დისტანციურ სამუშაო დღეებს;

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

  • კონკურენტულ საბაზო ხელფასს და შესრულების პრემიას ;

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. გამოგზავნის ბოლო ვადა 22/11/2023.


ველით შენთან შეხვედრას ^_^

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით