სს "საქართველოს ბანკის" ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი თანამდებობაზე.


ძირითადი ფუნქციები:

 

  • სს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიების პირველი დონის 24/7 დისტანციური / სატელეფონო IT მხარდაჭერა;

  • მხარდაჭერის სამსახურში დაფიქსირებული მოთხოვნების/ინციდენტების რეგისტრაცია, კონტროლი მის დროულ შესრულებაზე და დახურვა მისი მოგვარების/შესრულების შემდეგ;

  • მოთხოვნის/ინციდენტების/ საბანკო პროდუქტების (დეპოზიტები, სესხები და ა.შ) ესკალაცია შემდეგ საფეხურზე, როგორც IT დეპარტამენტის შიგნით ასევე მის გარეთ;

  • კრიტიკული/გლობალური პრობლემის/ხარვეზის შემთხვევაში, მისი ზუსტი იდენტიფიკაცია.

  • 24/7ბანკის IT სისტემების მონიტორინგი.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

განათლება: უმაღლესი. ბაკალავრი / მაგისტრი ფიზიკა მათემატიკის ან ინფორმაციულ ტექნოლოგიების კუთხით

 

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება IT მომსახურების დარგში

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • Microsoft Windows Platforms;

  • Microsoft Office Applications;

  • Ethernet based LAN principles and standards, TCP/IP protocols;

  • Microsoft Active Directory Basics;

  • Microsoft Exchange Server Basics;

  • Computer Hardware and Software Basics;

  • Peripheral Devices Basics;

  • Network Equipment’s Basics;

  • Basic Telephony Principles Knowledge (VOIP).

  • სასურველია Oracle-ს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია PL/SQL-ის ცოდნა.

  • კომუნიკაბელურობა;

  • კეთილგანწყობილება;

  • კონფიდენციალობა;

  • ინიციატივა;

  • შემოქმედებით-ტექნიკური აზროვნება;

  • სხარტი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

  • მაღალი პროფესიული ეთიკა;

  • პასუხისმგებლობის გრძნობადა გუნდური მუშაობის უნარი;

  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

  

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 აპრილი , 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

ჩემთვის ცნობილია და ვაცნობიერებ, რომ წინამდებარე ვაკანსიით შემოთავაზებული სამუშაო წარმოადგენს ღამის სამუშაოს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით და თანახმა ვარ, დავსაქმდე აღნიშნულ პოზიციაზე. ამასთან, ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წინამდებარე ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნის მომენტისთვის, ჩემზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით ღამის სამუშაოზე დასაქმებისთვის დადგენილი აკრძალვები, კერძოდ, არ ვარ: არასრულწლოვანი პირი; ან ორსული, ახალნამშობიარები, ან მეძუძური ქალი.