სს "საქართველოს ბანკის" SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის მითერის პოზიციაზე ქ. თბილისში.


ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;

გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;

გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;

ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.


ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

გაეცნო SOLO ლაუნჯში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტებს;

შეხვდე და კონსულტანცია გაუწიო ლაუნჯში შემოსულ მომხმარებელს;

საჭიროების შემთხვევაში, უზრნველყო მომხმარებლების ავტომობილების ავტოსადგომზე პარკირება;

მონაწილეობა მიიღო ინკასაციის დახვედრა / გაცილების პროცესში.

ჩვენ გთავაზობთ:

სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00)  და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 950 ლარი);

კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;

გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 6 თვიანი გამოცდილება მომსახურების, საბანკო სექტორის ან გაყიდვების მიმართულებით.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);

ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური უნარები);

აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა და მართვის გამოცდილება.



თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოსაცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 5 აგვისტო, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით