ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.


სს „საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00.

ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:


  •          საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან და პრობლემების ანალიზთან დაკავშირებული ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;

  •          დაწესებული გეგმის შესრულება,რომელიც განისაზღვრება წინასწარ შეთანხმებული სქემით;

  •        არსებული საკრედიტო პორთფელის მართვა და ხარისხის გაუმჯობესება, კონტროლი და მონიტორინგი;

  •          ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მქონე კლიენტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;

  •          ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის მოთხოვნა;

  •          ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მქონე კლიენტების ანგარიშების კონტროლი;

  •          ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია ბანკისთვის მისაღები პირობებით;

  •          საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება;

  •          საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი;

  •          საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემებზე რეაგირება;

  •          საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემებზე რეაგირება;

  •          მომხმარებლების იდენტიფიცირება, მართვა და შესაბამისი წინადადების ფორმირება;

  •          რეგულატორების ნორმებთან შესაბამისობა;



ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება:უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).

სამუშაო გამოცდილება:სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება საკრედიტო აქტივების მართვის მიმართულებით.


ცოდნა და უნარები:

  •      კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  •       ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

  •       შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  •    სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით)

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

  •   გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

განაგრძე განვითარება საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.


გამოგვეხმაურე სექტემბრის ჩათვლით!

წარმატებებს გისურვებთ!

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით