BOG Bootcamp: Oracle Database Development



საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს მიღებას გადამზადებისა და დასაქმების Bootcamp პროგრამაზე Oracle Development-ის მიმართულებით.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ან კარიერული ცვლილების / განვითარების მსურველ ადამიანებს, გაიარონ შესაბამისი მომზადება და დაიწყონ კარიერა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.


რას გთავაზობთ Oracle Bootcamp პროგრამა?  


o   ინტენსიურ სწავლებას პროფესიონალი ტრენერების მუდმივი ჩართულობით

o   პროექტზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას

o   On-Job სწავლებასა და ინდივიდუალურ მენტორინგს, Soft უნარების ტრენინგებს გუნდთან და სამუშაო პროცესთან ადაპტაციისთვის

o   ანაზღაურებას პროგრამის ორივე – სწავლებისა და პრაქტიკის – ეტაპზე

o   შესაძლებლობას, დასაქმდეთ საქართველოს ბანკში Oracle Development-ის მიმართულებით


პროგრამის დაწყების საორიენტაციო თარიღია 27 ნოემბერი.

პირველი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობს სწავლების ეტაპი, წარმატებული კანდიდატები კი გააგრძელებენ 6-თვიან სამუშაო პრაქტიკის ეტაპს.


ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?


ვეძებთ კანდიდატს, ვისაც აქვს:

o   ძლიერი ანალიტიკური და მათემატიკური უნარები

o   ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კარიერული განვითარების ინტერესი და სურვილი

კანდიდატი უნდა იყოს:

o   მინიმუმ მესამე კურსის სტუდენტი / ახალი კურსდამთავრებული / მაგისტრატურის სტუდენტი შემდეგი მიმართულებებით: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები ან დაკავშირებული დარგები

o   ან ჰქონდეს ჩამოთვლილი მიმართულებებით პროფესიული გამოცდილება

o   ან ჰქონდეს ჩამოთვლილი მიმართულებებით დამოუკიდებლად (სასწავლო კურსები / ტრენინგები) მიღებული ცოდნა / გამოცდილება


დამატებით უპირატესობად ჩავთვლით:


o   კომპიუტერული მეცნიერების ან პროგრამირების ცოდნას / გამოცდილებას

o   მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილებას


რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?


o   რეზიუმეს საფუძველზე პროგრამის მოთხოვნებთან აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა

o   ზოგადი ტესტირება – ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება

o   მათემატიკური უნარების ტესტირება

o   ინდივიდუალური გასაუბრება – აპლიკანტის კომპეტენციების, ცოდნის, მოტივაციისა და ინტერესების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა / შეფასება


დამატებითი დეტალები


o   სამუშაო ადგილი – თბილისი (ლისის ტბისა და ი. გაგარინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები)

o   სამუშაო ფორმატი – ჰიბრიდული (On Site და Zoom შეხვედრები)

o   განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა – 9 ოქტომბერი, 2023

o   პროგრამის დაწყების თარიღი – 27 ნოემბერი, 2023


BoG Bootcamp Oracle Development პროგრამის მიზანია, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ, მოტივირებულ ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები, შემდგომ კი დასაქმდნენ Oracle Development-ის მიმართულებით. პროგრამის სრული ხანგრძლივობის განმავლობაში მონაწილეებს მუდმივ მხარდაჭერას გაუწევენ სფეროს პროფესიონალები როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების ფორმატში.

ამ ინიციატივის საპასუხოდ, პროგრამის წარმატებულ მონაწილეებთან მოვიაზრებთ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ორიენტირდება ხანგრძლივ თანამშრომლობაზე მინიმუმ 2-წლიანი პერსპექტივით, რათა ერთად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებსა და ტრენდებს, შევქმნათ და განვავითაროთ ინოვაციური და ფუნქციურად სრულყოფილი პროდუქტები და სერვისები.


როგორ გამოგზავნოთ რეზიუმე?


თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება პროგრამის მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების Bootcamp-ის მონაწილე, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა და გამოგზავნოთ განაცხადი.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 9 ოქტომბერი, 2023


კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ საფოსტო მეილზე:

Oraclebootcamp@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

უნივერსიტეტი (თუკი თქვენი უნივერსიტეტი არ არის ჩამონათვალში, აირჩიეთ „სხვა“. არასაუნივერსიტეტო განათლების შემთვევაში: „პროფესიული განათლება“)
კურსი