სს „საქართველოს ბანკის“ CB ბიზნესის საოპერაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მომსახურების საოპერაციო მხარდაჭერის ოფიცერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

 

 ძირითადი ფუნქციები:

·       არსებული და ახალი მომხმარებლების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურეობა;

·       არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება/მხარდაჭერა;

·       ყოველდღიური საქმიანობის მართვა, საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება, დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

·       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

·       კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის კლიენტურისთვის გასაცემი ცნობების/აუდიტორების წერილების/ ამონაწერის მომზადების კოორდინაცია/მხარდაჭერა;

·       გადარიცხვებთან დაკავშრებით დაფიქსირებულ საჭიროებაზე ოპერატიული რეაგირება, კოორდინაცია შესაბამის რგოლთან და დროული უკუკავშირის დაბრუნება კლიენტურისთვის;

·       ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროებისას მყისიერი რეაგირება, პროცესის კოორდინაცია ;

·       დამფუძნებლის, დირექტორის, წარმომადგენლის ცვლილების ასახვის კოორდინაცია;

·       ახალი ან დამატებითი ანგარიშის გახნის კოორდინაცია;

·       AML-თან , Onboarding-თან და სხვა მიმართულებებთან კოორდინაცია;

·       მომხმარებლის საჭიროების და  კმაყოფილების პერმანენტული მონიტორნინგი;

·       მომხმარებლის საჭიროებების ოპერატიული მხარდაჭერა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში ამოცანების ინიცირება.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია საბანკო საფინანსო სექტორში და იურიდიულ პირებთან მუშაობის მინ. 3-წლიანი გამოცდილება.

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები

·       ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;

·       კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

·       ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად, აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;

·       ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, გუნდურობა;

·       მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა,სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);

·       ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი;

·       პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;

·       სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;

·       ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 ივნისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით