ბანკირი - ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტი
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბანკირის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ბანკის არსებულ და ახალ ემიგრანტ მომხმარებელთან დისტანციური კომუნიკაცია;
· ემიგრანტი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათზე მორგებული პროდუქტებისა თუ სხვა სიახლეების შესახებ;
· ემიგრანტი კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი საბანკო სერვისების/პროდუქტების შეთავაზება და მიყიდვა;
· დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
· კლიენტების კმაყოფილებასა და ლოიალობაზე ზრუნვა;
· მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება;
· დაფიქსირებული ხარვეზების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსები/საბანკოსაქმე/ეკონომიკა/ბიზნეს ადმინისტრირება.
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით მინ. 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის იპოთეკური სესხების დამუშავების მინ. 1 წლიანი საბანკო გამოცდილება
ცოდნა და უნარები:
· განვითარების მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირებულობა;
· გაყიდვების უნარები და სხარტი აზროვნება;
· ლოგიკური აზროვნება;
· დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
· მომხმარებლებისათვის მხარდაჭერის მზაობა;
· საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
· სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 18 აპრილი 2025.