ბანკის პარტნიორების კოორდინატორი - მცხეთა მთიანეთი, ქვემო ქართლი
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბანკის პარტნიორების კოორდინატორის პოზიციაზე მცხეთა მთიანეთი, ქვემო ქართლი.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების/პარტნიორების მოძიება;
ბანკის პარტნიორებისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;
ბანკის პარტნიორების დოკუმენტების ფაილინგის კონტროლი ჯგუფის უფროსთან ერთად;
პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა;
მომსახურეობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა;
ბანკის პარტნიორების შედეგების კონტროლი;
ბანკის პარტნიორების შედეგების მომზადება/პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის;
მომხმარებლის სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
სამუშაო გამოცდილება: საბანკო სფერო,დაკრედიტების მიმართულებით;
განათლება: უმაღლესი განათლება,სასურველია ეკონომიკის,ფინანსების,ბიზნეს ადმინისტრირების ,მათემატიკის მიმართულებით.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
ბიუჯეტის და ხარჯების მართვა;
ბუღალტერული აღრიცხვების საბაზისო პრინციპები;
დაბეგვრის საბაზისო ცოდნა;
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები - აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარები წერით და ზეპირად;
საქართველოს ბანკის ბრენდი;
საქართველოს ბანკის პროდუქტები;
საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულება და მათი საქმიანობა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Excel,Outlook,Power point,Word)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 10 დეკემბერი, 2024.