ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისების ინფრასტრუქტურის მართვის და ხარისხის კონტროლის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

·       სს „საქართველოს ბანკი“-ს ფილიალების/ოფისების ინფრასტრუქტურის მონიტორინგი შემდეგი მიმართულებებით: ენერგეტიკა-ქსელები, გათბობა-გაგრილება, სამშენებლო სარემონტო, წყალმომარაგება და სხვა.

·       ენერგეტიკა-ქსელები: ენერგეტიკის მიმართულებით არსებული  ინფრასტრუქტურის მონიტორინგი; მარტივი/საშუალო პრობლემების იდენტიფიცირება, საკითხში დეტალურად გარკვევა, რთული საკითხების შესაბამისი რგოლებისთვის ოპერატიულად ინფორმირება/მხარდაჭერა

·       გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემები: პულტებზე/თერმოსტატებზე სეზონის მიხედვით რეჟიმების ცვლილება, ტემპერატურის კონტროლი, გარე და შიდა ბლოკების, ასევე სადრენაჟე სისტემების ვიზუალური დათვალიერება და შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხის დაფიქსირება

·       სამშენებლო-სარემონტო: ფილიალების/ოფისების ვიზუალური დათვალიერება ინტერიერის/ექსტერიერის კუთხით, ჭერების/კედლების/იატაკების ხარვეზების იდენტიფიცირება.

ასევე, ფილიალში არსებული სხვა ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება აღნიშნული მიმართულებით.

·       სანტექნიკა, წყალმომარაგება: ფილიალებში/ოფისებში არსებული სანტექნიკისა და წყალმომარაგების სისტემების ვიზუალური დათვალიერება, ხარვეზების იდენტიფიცირება და საჭირო  რგოლების დროული ინფორმირება.

·       სხვა მიმართულებები: დასუფთავება, ავეჯი, მარკეტინგი, გამწვანება, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ.

·       ზემოთ მოცემულ საკითხებზე ინციდენტების დაფიქსირება შესაბამის პროგრამაში

·       მიმაგრებულ ობიექტ(ებ)ზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება

·       ყოველკვირეული რეპორტინგი საკუთარი ფილიალების/ბექ-ოფისების მიმართულებით

·       კრიტიკული საკითხების მყისიერი გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან, მოგვარების ვადების კონტროლი და შიდა სამსახურებთან ეფექტური კომუნიკაცია


სასურველი პროფაილი:

·განათლება: ბაკალავრის ხარისხი(ტექნიკურ სპეციალობებს მიენიჭება უპირატესობა)

·გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი.

·გუნდური მუშაობის უნარი

·სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

·კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა (აუცილებელია)

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2025

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით