სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტში, მონიტორინგის ოფიცრის თანამდებობაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები:


  • ბანკის ობიექტების ვიდეო კონტროლი / მონიტორინგი;

  • მონიტორინგის ცენტრში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი მიმართულებით ოპერატიული გადამისამართება;

  • საეჭვო ფაქტებით გამოვლენა და მისი შემდგომი ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;

  • ვიდეო ჩანაწერების მართვა;

  • ობიექტებზე არსებული დაცვითი სისტემების და ჩამწერი მოწყობილობების, როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური გამართვა/გამართული მუშაობის კონტროლი, დისტანციურად და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტით;

  • უსაფრთხოების სისტემების პროგრამებთან მუშაობა;

  • მორიგეობის შედეგების რეპორტინგი;

 

სავალდებულო მოთხოვნები:


განათლება:


სასურველია უმაღლესი განათლება; ტექნიკური სპეციალობები.

სამუშაო გამოცდილება:


  • უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი (ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით) მუშაობის გამოცდილება;

  • მნიშვნელოვანია ცვლებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ღამის საათებში;

  • ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება;

  •  სასურველია შეზღუდულ დაშვების სისტემებთან და უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება


სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა

სავალდებულო ცოდნა, უნარები:  

  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ემოციური წონასწორობა, სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • საქმიანი გარემოს შექმნის და კონფიდენციალობის დაცვის უნარი;

  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება.

  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;

  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკური ავტოსატრანსპორტო მართვის მოწმობა ).


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 მაისი, 2023

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით