სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას იურიდიული მიმართულების დაფინანსების გაცემისა და მოპოვების და ტრანზაქციების სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულების, SME/RB დაფინანსება და აქტივების მართვის ტრანზაქციების იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის, აქტივების მართვის ტრანზაქციების იურიდიული მხარდაჭერის ჯგუფის იურისტის თანამდებობაზე.
სამუშაო განრიგი: სტანდარტული;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ი.გაგარინის 29ა.
ძირითადი მოვალეობები:
ბანკის ჩართულობით განხორციელებულ ნებისმიერ უძრავ ქონებასთან ან/და პრობლემური აქტივების მართვასთან დაკავშირებული ტრანზაქციიის, წინასახელშეკრულებო ეტაპიდან ხელშეკრულების შესრულების ეტაპის ჩათვლით, სამართლებრივი მხარდაჭერა.
მათ შორის, შემდეგი ტრანზაქციები:
სანივთო უფლებებთან (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დაკავშირებული ხელშეკრულებები;
წინარე ნასყიდობის/ნასყიდობის ხელშეკრულებები;
იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებები;
ჩუქების ხელშეკრულება;
პრობლემური აქტივების (მათ შორის პორტფელის) გაყიდვის/შესყიდვის ტრანზაქციები;
მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები;
დასაკუთრების ხელშეკრულებები;
უძრავი ქონების გამოთავისუფლების შეთანხმებები;
ბანკის მიერ აუქციონით მოძრავი/უძრავი ქონების გაყიდვის/შესყიდვის ტრანზაქციები;
კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებები;
კორპორატიული გადაწყვეტილებების, შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან შეტყობინების/შეთანხმების ან/და შიდა პროცედურების/პროცესის შემუშავება;
ზემოაღნიშნულ ტრანზაქციებთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურების ხელშეკრულებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი იურიდიული განათლება, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს.
სამუშაო გამოცდილება:
იურისტის პოზიციაზე მუშობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი
სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა:
პროფესიული: სამოქალაქო, სამეწარმეო და ადმინისტრაციული სამართალი;
ენები: ინგლისური ენა სრულყოფილად (სავალდებულო) სასურველია ასევე სხვა უცხო ენა
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office.
შერჩევის საკონკურსო პროცედურა:
CV-ის გადარჩევა;
ტესტირება ზოგად უნარებში;
პრაქტიკული წერილობითი დავალების შესრულება (მათ შორის ინგლისურ ენაზე);
გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 7 ივლისი, 2025