ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


იურიდიული მიმართულების ძირითადი საბანკო პროდუქტებისა და პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი აცხადებს ვაკანსია იურისტის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საბანკო პროდუქტის ან/და პროცესის დანერგვის ან/და ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი მხარდაჭერა; მათ შორის ძირითადი საკანონმდებლო და რეგულატორული მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით, სამართლებრივი რისკების (საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე) შეფასება;

  • საბანკო პროდუქტთან დაკავშირებული სტანდარტული ხელშეკრულების შაბლონების მომზადება;

  • პროდუქტთან დაკავშირებული ტრანზაქციის სამართლებრივი მხარდაჭერა;

  • საბანკო პროდუქტის ან/და ბანკის პროცესის ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოსთან კომუნიკაცია;

  • კომერციული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი ნორმატიული აქტების, ნორმატიული აქტის პროექტების სრული სამართლებრივი ანალიზი; მათ შორის, საბანკო პროცესებზე ზეგავლენის შეფასებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების კუთხით;

  • ნორმატიული აქტის/პროექტის მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა და ანალიზი;

  • კომერციული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი ნორმატიული აქტების/მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების იმპლემენტაციის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ან/და ექვივალენტი ხარისხი;

  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;

  • საფინანსო სექტორში, იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

  • საფინანსო სექტორში, შესაბამისობის მიმართულებით არსებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად).


აუცილებელი უნარები:

  • სამართლებრივი წერის კულტურა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


აქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 8 ივლისამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი