ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

 

სს ,,საქართველოს ბანკის“ ძირითადი საბანკო პროდუქტებისა და პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები: 

                     საბანკო პროდუქტის ან/და ბანკის პროცესის დანერგვისას ან/და მასში ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის ძირითადი საკანონმდებლო და რეგულატორული მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით, სამართლებრივი რისკების (საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე)  შეფასება;

                     საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით სტარდანრტული ხელშეკრულების შაბლონების მომზადება;

                     პროდუქტთან დაკავშირებით ტრანზაქციის სამართლებრივი მხარდაჭერა;

                     საბანკო პროდუქტის ან/და ბანკის პროცესის ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოსთან კომუნიკაცია;

                     კომერციული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი ნორმატიული აქტების, ნორმატიული აქტის პროექტების სრული სამართლებრივი ანალიზი, მათ შორის საბანკო პროცესებზე ზეგავლენის შეფასებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების კუთხით. ნორმატიული აქტის/პროექტის მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა და ანალიზი.

                     კომერციული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი ნორმატიული აქტების/მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების იმპლემენტაციის მხარდაჭერა.

 

სავალდებულო მოთხოვნები: 

                     საფინანსო სექტორში იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

                     იურისტად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;

                     ბაკალავრის ხარისხის ფლობა (მაგისტრის ხარისხის ჩაითვლება უპირატესობად)

                     საფინანსო სექტორში შესაბამისობის მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;

                     ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 

                     სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;

                     პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

                     ორგანიზებულობა;

                     გუნდურობა;

                     დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.


გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 31 აგვისტოს ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი