სს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული უსაფრთხოების და იურიდიული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული მხარდაჭერის სამსახურში იურისტის პოზიციაზე.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

 

·        ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

·     ბანკის წარმომადგენლობა სისხლის სამართლის საქმეებზე;

·      საგამოძიებო ორგანოებიდან, სასამართლოდან, მოკვლევის ფარგლებში სხვა დაინტერესებული პირიდან შემოსულ კორესპოდენციაზე რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

· ბანკში გამოვლენილ სამართალდარღვევაზე რეაგირება, მასალების მოკვლევა,  სამართალდამცავ ორგანოებში/სასამართლოში ქვემდებარეობით გადაგზავნაში დახმარება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება, ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

 

 

სამუშაო გამოცდილება:   სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის ერთ წლიანი გამოციდლება.

 

პოზიციისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები:

 

·        კარგი ინტუიცია;

·        აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);

·        დახმარების მუდმივი მზაობა;

·        ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·        დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

·        შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;

·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძენობა;

·        სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

·        კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;


 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი , 2025 წელი.

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით