საქართველოს ბანკის  საპროცესო და სააღსრულებლო წარმომადგენლობების უზრუნველყოფის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას  აღსრულების ჯგუფში, იურისტის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:

  • საპროცესო დოკუმენტების მომზადება;

  • წარმომადგენლობა, სასამართლო, ადმინისტრაციული  და იძულებით აღსრულების წარმოებების ფარგლებში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი - იურიდიული.

სამუშაო გამოცდილება: მინ, 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საპროცესო და სააღსრულებო ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება).


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • საქართველოს კონსიტუციის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სააღსრულებო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა (ინგლისურ ენაზე შექმნილ დოკუმენტებთან მუშაობა - წაკითხვა, თარგმნა, პასუხის მომზადება);

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • გუნდში მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა.


ველოდებით გამოხმაურებას 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი