სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას იურიდილი პირების მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.


აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:

  • როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირებს გაუწევთ ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას, მათი მოთხოვნების შესაბამისად;

  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებთ სხვადასხვა ოპერაციას, როგორებიცაა: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება; 

  • მომხმარებლებს შესაბამის კონსულტაციას გაუწევთ, შესთავაზებთ მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და უზრუნველყოფთ გაყიდვების პროცესს;

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება:უმაღლესი (სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს მიმართულებით).

სამუშაო გამოცდილება: მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 11 თვე);


ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);

  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

  • გაყიდვების წარმოების ეფექტური უნარი;

  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.


 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 მაისი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი