სს "საქართველოს ბანკის" ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას IT პროცესების კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • IT სტანდარტების, პროცედურების და პრაქტიკების განსაზღვრა, შემუშავება, ფორმალიზება, სამუშაო პროცესად ქცევა და დამტკიცება, ჩართულ მხარეებთან გაზიარება.

  • IT სტანდარტების, პროცედურების და პრაქტიკების მუდმივი განახლება და გაუმჯობესება ბანკის ბიზნეს სტრატეგიასთან თანხვედრით.

  • IT პროცესების მოქნილ და განვითარებაზე ორიენტირებად ჩარჩოს შემუშავების მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა.

  • IT პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობის მიზნით ეფექტური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და მიღება.

  • ტექნოლოგიური შესაბამისობის, აუდიტირების, რეგულატორული მოთხოვნების ან პერიოდული მონიტორინგის (Due Diligences) პროცესების კოორდინაცია და მხარდაჭერა.

  • დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა IT არქიტექტურის ან ბიზნეს ინიციატივების განსაზღვრისას, ბანკზე ორიენტირებული IT მიდგომების, პროცესების და სტანდარტების საუკეთესო გამოცდილებების მიხედვით განსაზღვრა.

  • IT სტანდარტების, პროცედურების და პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ზრდა ჩართულ მხარეებთან ტრენინგების ორგანიზებით და დამატებითი სახელმძღვანელოების მომზადებით.

  • IT სტანდარტების, პროცედურების და პრაქტიკების პერიოდული მონიტორინგი ეფექტური იმპლემენტაციის განხორციელების მიზნით.

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება: უმაღლესი, ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით.

  • უპირატესობად ჩაითვლება IT Framework -ების ზოგადი ცოდნა: ITIL/ITSM, COBIT, CMMI

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:  

კომპიუტერული პროგრამები:

  • Jira,

  • Confluence

  • MS Excel

  • MS Outlook

  • MS Power Point

  • MS Word

  • MS Visio,

 

• IT სტანდარტების და პროცედურების ტექნიკური წერის, დოკუმენტაციის მართვის და კონტროლის უნარი;

• IT framework (ებ)ის ზოგადი ცოდნა;

• პოზიტიური კომუნიკაციის(როგორც წერითი, ასევე ვერბალური) კარგად განვითარებული უნარი;

• შეხვედრების წარმართვის, პრეზენტაციის და ფასილიტაციის უნარები;

• კომფორტული და სანდო სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;

• პრობლემების იდენტიფიცირების და სწორი მიმართულებით წარმართვის უნარი;

• მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში მოქნილობის და გამოწვევებზე სწორი რეაგირება;

• Agile მიდგომების და პრაქტიკების ცოდნა;

• ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;

• კონსტრუქციული უკუკავშირის მიღების და გაცემა;

• გუნდური მუშაობა;

• ცოდნის გაზიარების უნარი.

• სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების კარგად განვითარების უნარი.

• რთული დავალებების გადაჭრის უნარი.

• რისკების შეფასების და მართვის უნარი

 

ენები:

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;

  • სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 ივლისი, 2025 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი