სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას IT აქტივების მმართველის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:


• ორგანიზაციის IT აქტივების სასიცოცხლო ციკლის ზედამხედველობა და მონიტორინგი.• ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებთან/დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიცენზიებისა და ფინანსური ინფორმაციის გაზიარების კუთხით.• IT რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციისთვის საჭირო რეპორტების მომზადება.• Software/Hardware სალიცენზიო ხელშეკრულებების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ინფორმაციის შედარება და შემოწმება.• Software ლიცენზიების გამოყენებისთვის საჭირო პროცესის წარმოება და მონიტორინგი.• IT აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის წარმოება დანერგილი ხელსაწყოებით.• გუნდში შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი მართვა IT Asset Management პროცესების გათვალისწინებით.• ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.


მოთხოვნები:

• განათლება: ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში, მათემატიკაში ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.• სამუშაო გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

• Microsoft Windows Platforms.• Microsoft Office Applications.• Peripheral Devices.• Hardware და Software კომპონენტების, ქსელური ინფრასტრუქტურისა და IT არქიტექტურის საბაზისო ცოდნა.• Software სალიცენზიო შეთანხმებების, შესაბამისობის მოთხოვნებისა და იურიდიული ასპექტების გაგება.• სხვადასხვა ტიპის Software ლიცენზირების მოდელების ცოდნა (per user, per device, concurrent licensing და სხვა).• ინციდენტების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: Jira ან ანალოგიური ticketing სისტემები).• Excel – Advanced Level (ჩაითვლება უპირატესად).• მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).• ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად).


პიროვნული უნარები:

• კომუნიკაბელურობა.• კონფიდენციალობა.• ინიციატივა.• ანალიტიკური აზროვნება.• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.• გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.• IT პროცესების სტრუქტურირებული შესრულების უნარი.• ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში:გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 23.03.2026

გამოაგზავნეთ განაცხადი