ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა
სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარის კონტროლის უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ინვენტარის აღწერა და შტრიხკოდირება;
· ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამული დამუშავება;
· სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა;
· რეპორტების წარმოება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
· სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
· Microsoft Excel
· დეტალებზე ორიენტირებული;
· ანალიტიკური აზროვნება;
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 23 მაისი, 2025.