სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

 

პოზიციის აღწერა: ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პროგრამის იმპლემენტაციასა და განვითარებაზე. პოზიცია მოიცავს: ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაციას, შეფასებას, მიტიგაციას, კონფიდენციალურობისა, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით.

 

ირითადი მოვალეობები:

რისკების მართვა:

·       ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება, პოტენციური საფრთხეებისა და მოწყვლადობების გამოსავლენად;

·       რისკების ანალიზი არსებულ ბიზნეს პროცესებსა, სისტემებსა და ტექნოლოგიებში, აღმოჩენილი რისკებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა;

·       არსებული და პოტენციური პროექტების შეფასება;

·       მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების შეფასება;

·       რისკების შემცირებისთვის გეგმისა და კონტროლების შემუშავება დაკავშირებულ მხარეებთან ერთად, რათა შემცირდეს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ხდომილება და გავლენა;

·       დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების ხარვეზებისა და მოწყვლადობების მიტიგაციის მიზნით;

·       მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების კომუნიკაცია ბიზნეს მიმართულებებთან და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

·       მესამე მხარეებთან დაკავშირეებული ყოველწლიური რისკების შეფასება/გადაფასება;

ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება და ტრენინგი:

·       ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა პროგრამის შემუშავება, ინფორმაციულ უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული საფრთხეების ინფორმირების მიზნით;

უსაფრთხოების მეტრიკები და რეპორტები:

·       ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პორგრამის ეფექტურობის შესაბასებლად ინდიკატორებისა და მეტრიკების (KPI) შემუშავება;

·       რეგულარული ანგარიშების წარმოება ინფორმაციული უსაფრთხოების რისკის გავლენის შესახებ მენეჯმენტისა და დაინტერესებული მხარეებისთვის;


კვალიფიკაციის მოთხოვნები:

·       მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება რისკების მართვის მიმართულებით;

·       ბაკალავრი ინფორმაციულ უსაფრთხოებაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, ან ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით (CISM, CRISC სერთიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად)

·       გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში, რაც მოიცავს რისკების შეფასებას, რისკის შემცირება და შესაბამისობის უზრუნველყოფას

·       ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების, სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების ფლობა (ISO 27001, NIST CSF)

·       ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი, უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და ეფექტური მიტიგაციის სტრატეგიების შემუშავებისათვის;

·       ძლიერი კომუნიკაციის უნარები, სხვადასხვა ფუნქციის მქონე გუნდებთან, თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის;

·       სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასების ინსტრუმენტებთან / მეთოდოლოგიასთან გამოცდილება;

·       რეგულატორული და შესაბამისობის მოთხოვნების ცოდნა ( ადგილობრივი კანონმდებლობა,GDPR) სასურველია.

 

გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 20 აგვისტოს ჩათვლით!


წარმატებებს გისურვებთ!

გამოაგზავნეთ განაცხადი