ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
საქართველოს ბანკის ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ვეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს ინკასატორის პოზიციაზე.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ
გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
თავს კომფორტულად გრძნობ მეგობრულ გარემოში;
გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა
შენს მოვალეობაში შევა
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების გადაზიდვა-ინკასირება
ბანკომატების და სწრაფი გადახდის ტერმინალების ინკასირება
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა დაცვა ინკასირებისას
ამისთვის დაგჭირდება
ორგანიზებულობა
კომუნიკაბელურობა
გუნდურობა
ფიზიკური სიძლიერე
სხვადასხვა სამუშაო გრაფიკზე მორგების უნარი
სასურველია გქონდეს
C კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობა
შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება;
საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლოატაციის გამოცდილება.
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე განაცხადი 12 მარტი, 2025.